ჩვენი მისია
IsRG ძირითადი მისიაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებს შორის მანძილის შემცირება ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებთან, მენეჯერებთან, მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან თანამშრომლობის გზით.
IsRG ცდილობს გაზარდოს ჯანდაცვის მომსახურების ეფექტურობა და სიცოცხლისუნარიანობა მენეჯმენტის სისტემების გაუმჯობესების, ჯანდაცვის მომსახურეობის ხელმისაწვდომობისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის ზეგავლენის გზით.
- ჯანდაცვის მენეჯერების, მომწოდებლებისა და მომხმარებლების განათლება - ტექნიკური დახმარების, ტრენინგების, პუბლიკაციების, ელექტრონული მედიისა და კონფერენციების დახმარებით
- საზოგადოებაში არსებული ჯანდაცვის პრობლემების გადასაჭრელად პრაქტიკული მენეჯმენტის უნარ-ჩვევების გამოყენება
- ტექნიკური, მენეჯმენტის და ლიდერობის შესაძლებლობების გაუმჯობესება ცალკეული პირებისა თუ ორგანიზაციებისათვის ურთიერთთანამშრომლობისა და ტრენინგის პროგრამების მეშვეობით
- ჯანდაცვის სფეროში ინიციატივების მხარდაჭერა
ამ მისიის ხელშეწყობის მიზნით IsRG-ს:
- ჰყავს ტექნიკური ცოდნით და ერთგულებით გამორჩეული თანამშრომლები
- თანამშრომლობს კოლეგებთან და შესაბამის ინსტიტუტებთან ორმხრივი პატივისცემისა და საერთო მიზნების მიღწევის საფუძველზე
- ქმნის პროფესიულად მასტიმულირებელ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს
IsRG ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს:
- ჯანდაცვის სისტემები და მომსახურეობა - მოსახლეობის განათლება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, აივ/შიდსი, ბავშვთა ჯანმრთელობა, ინფექციები, ქრონიკული დაავადებები და სხვა
- ჯანდაცვის მენეჯმენტი და დაფინანსება - ორგანიზაციული განვითარება, სტრატეგიული დაგეგმვა, ოპერაციული დაგეგმვა და ბიუჯეტირება, ადამიანური რესურსები, ხარისხის გაუმჯობესება და საინფორმაციო სისტემები
საავტორო უფლებები დაცულია © 2004 IsRG
დიზაინი შესრულებულია ANGI studio-ს მიერ.